თენგიზ ცერცვაძე: თუ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და სადავეები არ გაგვექცა, შემთხვევათა მატება არ უნდა იყოს

“ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, მაშინ წესით არ უნდა იყოს მატება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„თუ გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით, არ უნდა იყოს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული, მაგრამ თუ არ დავუშვით ისეთ შეცდომები, როგორიც იყო მაგალითად ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში ან შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლენტეხში. თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. 626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო შედეგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები