თენგიზ ცერცვაძე: პიკი არ გამოდგა ციცაბო

​ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება, რომ პიკი არ გამოდგა ციცაბო. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეებში თანდათან მცირდება კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი.
„დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები