სამტრედიის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი პირადად მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი პირადად მიულოცა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მერის ინიციატივით, ომის ვეტერანებს სასურსათე ამანათებთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარი გადაეცათ.

“სამტრედიის მუნიციპალიტეტში 4 უხუცესი ომის ვეტერანი ცხოვრობს. გრიგოლ ჩაჩუა 100 წლის, რევაზ კანდელაკი- 96 წლის, ალექსანდრა ჯულუხიძე-98 წლის, ანნა თავაძე- 98 წლის. ვალერი ფოცხვერიამ, ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის, მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. თითოეული გმირულად, გულწრფელად, რწმენით, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ოჯახებს იცავდნენ”,- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები