ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შევიდა

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შევიდა. “ბევრილი ჯგუფი” ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს. კომპანიამ ჯამში 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო -ზემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.

მათი ცნობით, “ბევრილი ჯგუფი” პურის ფქვილთან ერთად, პურპროდუქტებს აწარმოებს. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია 24 საათიანი დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს. კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია.

“საწარმოო პროცესს და არსებულ მარაგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს და 16 სახეობის ორცხობილას აცხობს.

საწარმოო პროცესში ყოველდღიურად 250 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

ბევრილი ჯგუფმა” სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, “კოვიდ 19″-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები