ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის თანამშრომლები 20 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარნენ
ა(ა)იპ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის თანამშრომლებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე თორნიკე ტიკაძესთან ერთად, საკუთარი სახსრებით, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცეს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანა აცნობეს.
“მინდა, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ და ჯანმრთელობა გისურვოთ. წმინდა გიორგის მადლი ჰფარავდეს თქვენს ოჯახებს”, – განაცხადა საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელმა, თემურ ალექსაიამ.
აქციის ფარგლებში, საფეხბურთო სკოლის თანამშრომლები 20 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარნენ.