კორბოულსა და მერჯევში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი მუნიციპალიტეტის მერმა – ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – ლევან ივანაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერეს.
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, ასევე, სოფელ მერჯევშიც.
“ორივე ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროცესის დასრულებას შემოდგომისთვის ვარაუდობენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.