ცოტნე ზურაბიანი პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას გაეცნო
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყაჩირში იმყოფებოდა. დეპუტატი ტყაჩირის გამგებელთან, დავით ადამაძესთან, წყალტუბოს მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ დონეზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას გაეცნო.
“პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყაჩირში სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. სასათბურე მეურნეობა ამავე სოფლის მკვიდრს, მამუკა ჩხობაძეს ეკუთვნის. ადგილზე მწვანილის, კიტრისა და პომიდვრის მოსავლის მოყვანის პროცესს გავეცანით. იმავე სოფელში, ასევე, გავეცანით კოოპერატივ „დოვლათის” საქმიანობასაც. აღნიშნულ კოოპერატივს 400-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს. ახლო მომავალში გეგმავენ თაფლის დაფასოებასა და ევროპის ქვეყნებში გატანას. სათბურის მეპატრონეებს მათი საქმიანობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემებზე ვესაუბრეთ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ, „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდასაჭერი მრავალი პროგრამა ამოქმედდა. ჩვენ მათ აღნიშნულ საგრანტო პროექტების თაობაზე ვესაუბრეთ და მათაც სამომავლოდ მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვეს”, – აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.