ხაშურში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პროდუქტების გაცემაში სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ირაკლი ჩადუნელი აქტიურად ჩაერთო.
“ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული დახმარებით ხაშურში, სურამსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 1824 ოჯახი ისარგებლებს, რომელთაც ზეთი, ბურღულეული და სხვა პროდუქტები გადაეცემა. პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 79 980 ლარი შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.