მოსკოვში კორონავირუსისგან მიტროპოლიტი გარდაიცვალა
მოსკოვში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ასტრახანის მიტროპოლიტი იონ (კარპუხინი) 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ ვირუსს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი დეკანოზი, მოსკოვის პოკროვის დედათა მონასტრის დეკანოზი, ევგენი კორჩუკოვი ემსხვერპლა. სასულიერო პირი 66 წლის იყო.
მოსკოვის საპატრიარქოში შექმნილი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ფონზე, ეკლესიების საქმიანობის კოორდინაციის სამუშაო ჯგუფში ადრე განაცხადეს, რომ COVID-19-ს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოთხი სასულიერო პირი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა შორის არიან ეპისკოპოსი, ორი დეკანოზი და დიაკონი.