მარინა ეზუგბაია: იმედი გვაქვს, პიკის პერიოდსაც გავუმკლავდებით და კვლავ გვექნება შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება

“იმედი გვაქვს, პიკის პერიოდსაც გავუმკლავდებით და გარკვეულწილად გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას რყევებში არ შეიყვანს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, არსებული შედეგებიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო კორონავირუსის პრობლემას უმკლავდება.

„ამ დაავადებასთან დაწყებული ბრძოლიდან, თებერვლის პირველი რიცხვებიდან დღემდე არსებული შედეგებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება ამ პრობლემას უკვე სამი თვეა. იმედი გვაქვს, ამ პიკის პერიოდსაც ასევე გავუმკლავდებით და გარკვეულწილად გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას რყევებში არ შეიყვანს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები