Bild: ბერლინში მერკელის მეხუთე ვადას განიხილავენ

ბერლინში პოლიტიკოსები კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისზე კანცლერ ანგელა მერკელის მიდგომას მაღალ შეფასებას აძლევენ, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხორსტ ზეეხოფერმა, – წერს Bild-ი.

“არ შემიძლია, უარვყო, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი აზრი მომისმენია”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში “შესანიშნავი გუნდური მუშაობაა” ისევე, როგორც ფედერალური მიწების პრემიერმინისტრებთან, რაც მერკელის “სტრატეგიული ხელმძღვანელობის” შედეგია.

“მხოლოდ მოხარულები ვართ, რომ ამ ვითარებაში ასეთი კანცლერი გვყავს”, – თქვა ზეეხოფერმა.

65 წლის ანგელა მერკელმა 2018 წლის ოქტომბერში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მეხუთე ვადით კანცლერის თანამდებობაზე პრეტენზიას აღარ გამოთქვამს.

თუმცა, პარტიაში მისმა შემცვლელმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები