აჭარაში მესამე დღეა კორონავირუსი არავის დადასტურებია – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

მედალფა

უკვე მესამე დღეა, რაც აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ბეთუმის ცხელების კლინიკიდან დღეს კიდევ ორი პაციენტი გაეწერა. მათ განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ვირუსი აღარ აქვთ.
ბოლო 24 საათში აჭარიდან 372 პირს ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე. ყველა პირის პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დღეის მდგომარეობით კლინიკა ,,მედალფაში“ კორონავირუსზე 22 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. საერთო ჯამში აჭარაში ვირუსისგან 33 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცე უკვე დატოვა 4 300-მა ადამიანმა, ხოლო ორკვირიანი დაკვირვების ქვეშ რჩება 1600 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები