წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი მოხალისეებს მადლობას უხდის
პარლამენტის წევრის, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის ინიციატივით, მის ბიუროში მოხალისეთა ცხელი ხაზი ამოქმედდა. საჭიროებისამებრ, დეპუტატის სამსახურეობრივ ავტომანქანას მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ.
ასევე, ბიუროს თანამშრომლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულნი.
“ძალიან გახარებული ვარ, მივედი სათნოების სახლში და 18 წლის ახალგაზრდა დამხვდა, რომელსაც ბენეფიციარებისთვის ადგილზე მიაქვს სათნოების სახლიდან საკვები. ბედნიერი ვარ, რომ შევიძინე ახალგაზრდა მეგობარი, რომელიც ამ ასაკიდან იწყებს სიკეთის კეთებას და ჩვენ ასეთ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მოტივაცია, რომ გახდეს მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის. ეს ახალგაზრდა ზურა ჩიხლაძეა, მინდა, მას პირადად გადავუხადო მადლობა ამ კეთილი საქმიანობისთვის, მადლობას ასევ,ე სათნოების სახლის კიდევ ერთ მოხალისეს დემურ თაბაგარს. მე, ჩემი მხრიდან, მზად ვარ ნებისმიერ საჭიროებაზე 24 საათის განმავლობაში მოვახდინო რეაგირება”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.