ამირან გამყრელიძე: დღეს იყო პიკი გამოკვლევების, 1 328 გამოკვლევიდან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა
“დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
„ინფიცირებულებიდან ოთხი არის მარნეული, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.