ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 8000-მდე ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დეტალური ანგარიში წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერის მოადგილემ, პირველ ყოვლისა, მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, ექიმებს, სამხედროებს, ფარმაცევტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში.

“ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გაფართოების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 23 მარტის N793 ბრძანებით, შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან მიმდინარეობს 24-საათიანი სატელეფონო მომსახურება. სულ შემოსულია, დაახლოებით, 8000-მდე სატელეფონო ზარი და 1000-მდე შეტყობინება, რომელზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბიზნესსექტორთან ერთად, საკვები პროდუქტი 4000-მდე ოჯახს გადასცა. ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით, მედიკამენტები, ბავშვის საკვები და ჰიგიენის საშუალებები დარიგდა. საკვები პროდუქტი გაიცა 4280 საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მაისის თვეში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში და, ასევე, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა შენობა-ნაგებობების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ჯამურად, შეიწამლა 226 ობიექტი.

ასევე, განხორციელდა ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის დამუშავება სადეზინფექციო სითხით. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი ღონისძიება. თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 13000-მდე ბენეფიციარს. პროცესი მიმდინარეობს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები