გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არათუ საზოგადოებაში, არამედ საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ

„ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად  გაფუჭდება და პირიქით, გაუმჯობესდება, თუკი ერთ სახელმწიფოში ბრალდებული და გასამართლებული ადამიანი მეორე სახელმწიფოში რაღაც თანამდებობაზე დაინიშნება”, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები “რეფორმებს” ეძახიან იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ მემკვიდრეობად მიიღო 2012 წელს და ეს იყო: 1,5 მლნ -ზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, პრაქტიკულად, ნულზე დასული სოციალური პაკეტი, განადგურებული სოფელი, არა შიდა წარმოება, (ცალკეული გამონაკლისების გარდა), დატერორებული ბიზნესი, დატერორებული ადამიანები და შეწირული სიცოცხლეები იმისთვის, რათა სააკაშვილს თავისი ხელისუფლება გაეძლიერებინა.

„თუ ამას “რეფორმებს” ვეძახით, რასაკვირველია, ჩვენ ვერანაირად მსოფლმხედველობითაც ვერ დავემთხვევით ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომლებსაც არა თუ მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში 2-3 ადამიანზე მეტი ვერ მოუძიებიათ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები