საელჩო: მივესალმებით ჩვენი კოლეგების ძალისხმევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

“მივესალმებით ჩვენს პატივცემულ კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ყველა მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კოორდინაცია და პარტნიორობაა.

„დღეს მივესალმებით ჩვენს პატივცემულ კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათი ძალისხმევისთვის, დიპლომატიური მისიების ინფორმირებისას უსაფრთხოების, სამოგზაურო შეზღუდვებისა და სხვა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით“, – წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები