წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 მაისს საქართველოში – სითბოს ფონზე – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
თბილისში 2-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.