მარტში ეკონომიკის დაკრედიტება 3,303.2 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 3,303.2 მლნ ლარით გაიზარდა და 34.49 მლრდ ლარს გაუტოლდა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 31.8 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 16.5 პროცენტი იყო.

სებ-ის მონაცემებით, საკრედიტო პორტფელის 88.8 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში უცხოური ვალუტით სესხების წილი 43.9 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 116.3 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა და 14.71 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 89.6 მლნ აშშ დოლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.32 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.7 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 89.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები