კახეთი “მწვანე ზონაში” რჩება – 82 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 82 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის თქმით, 70 ნიმუში სამედიცინო პერსონალის ტესტირებიდან, 12 კი – “ცხელების ცენტრებიდან” და საკარანტინე სივრცეებიდან აიღეს.

“კახეთი ინარჩუნებს ეპიდსიტუაციას. გუშინ აღებული 82 ნიმუშიდან ყველა მათგანზე ტესტირების შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 11 საკარანტინე ლოკაციაზე 502 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 18 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა – 184 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5320 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 548 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები