ევროპარლამენტარი: Heritage ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს უსწრებს

„პარტია „ქართულ ოცნებას” განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია – გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა.

„მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; Heritage ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს”, – ნათქვამია სტატიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები