WHO: ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს გვეუბნება

ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ეუბნება.

ამის შესახებ Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოდენ გალეამ განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს ვირუსის წარმოშობის შესახებ, რომ მომავალში ახალი ეპიდემიები არ დაუშვას.

“ვიცით, ჩინეთში გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ ამ სტადიაზე მიწვეულები არ ვართ. ვაგრძელებთ ჩინეთის ჯანდაცვის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შესაბამისი განაცხადის გაკეთებას”, – აღნიშნა გალეამ.

მისივე თქმით, ჩინეთი ორგანიზაციას უხანში მდებარე ორი ვირუსოლოგიური ლაბორატორიის დოკუმენტაციასთან წვდომის უფლებას არ აძლევს.

ექსპერტი ამბობს, რომ ორგანიზაციას ეჭვი არ ეპარება,  ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა და არა – ხელოვნურის, “თუმცა ლაბორატორიული ჩანაწერები უნდა იყოს ნებისმიერი მოხსენების ნაწილი ნებისმიერი სრული კვლევისა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები