კახა კალაძე: სკვერებში, პარკებში ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება, სანამ მე ვარ ქალაქის ხელმძღვანელი

“ანას ბაღს” არანაირი საფრთხე  ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმითვე, მისი მერობის პერიოდში სკვერებსა და პარკებში მშენებლობები ვერ განხორციელდება.

“სკვერებში, პარკებში ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში მანამ  სანამ მე ვარ ქალაქის ხელმძღვანელი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე  ემუქრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იმ კონკრეტულ მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს  “ანას ბაღთან” შეხება და კავშირი არ აქვს”, – აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები