ამირან გამყრელიძე: საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე შეკვეთილი აქვს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს კომპანია „გილიადთან“ პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე შეკვეთილი აქვს.

„გილიადი“ საქართველოს ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით ამარაგებს და ეს დიდი პროგრამაა, რომელიც 2015 წელს დავიწყეთ. ეს არის ერთერთი გიგანტი კომპანია, ვინც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანია. მათ მიერ შექმნილია ებოლას ეპიდემიის დროს, 2015 წელს ეს პრეპარატი. ამ პრეპარატზე, ჯერჯერობით, არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ძალიან დამაიმედებელი, ამევე დროს.
გუშინ იყო დიდი მეცნიერის, ფაუჩის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ დიდ კვლევაში პრეპარატმა უფრო ნაადრევ ეტაპზე, ხუთი-ექვსი დღით შეამცირა ორგანიზმში ვირუსის განულების მაჩვენებელი და, ამავე დროს, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა. თუმცა, ძალიან ბევრი რანდომიზირებული კვლევა მიდის ამ პრეპარატზე.
საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს „გილიადთან“ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები