„სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი“ – ელექტრონული ჟურნალი გამოიცა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა რეფერირებული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი: „სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი“.
ჟურნალი გამოიცა სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), ის რეფერირებადია ქართულ სამეცნიერო გამოცემა ქრჟ-ში (ქართული რეფერატული ჟურნალი) და აისახება საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების ბაზაში www.techinformi.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საავტორო უფლება დაცულია კანონით.
ჟურნალის უმთავრესი მიზანია ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში, არქეოლოგიური ტურიზმის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, ფართო ხელმისაწვდომობით საერთო დასავლურ სივრცეში ქართული არქეოლოგიის სრული ინტეგრაცია.
სარედაქციო კოლეგია მადლიერებით მიიღებს ყველა კონსტრუქციულ შენიშვნას, წინადადებას და გამოიყენებს საქმიანობის შემდგომი სრულყოფისთვის:
https://www.heritagesites.ge/uploads/files/5ea9ca2c5384b.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები