“მოვუარეთ, ვუპატრონეთ და  მშობლიურ ტყეში ვაბრუნებთ“ – ცაგერში ნაპოვნი შველი ტყეში გაუშვეს

ერთი თვის წინ ცაგერში, ცხენისწყლის საგუბარიდან ამოყვანილი შველი, რომელსაც სხვადასხვა მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, ადგილობრივმა მაშველებმა გამოაჯანმრთელეს და ახლა მშობლიურ ტყეში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეგიონული  სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ლობჟანიძემ განუცხადა.

“შველს, ადგილობრივი ვეტერინარის დახმარებით, მაშველები პატრონობდნენ და კვებავდნენ, ყურადღებას არ აკლებდნენ. მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, ჩვენ შევძელით მისი გამოჯანმრთელება და დღეს ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, ვაბრუნებთ  იქ, სადაც მას ყველაზე მეტად უნდა ყოფნა. მშობლიურ ტყეში”, – გვითხრა დავით ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, შველი ცხენისწყლის საგუბარში მოსახლეობამ მაშინ შენიშნა, როცა განწირული ცხოველი შველას ითხოვდა. ის მაშველებმა წყლიდან სხვადასხვა დაზიანებით ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები