გორის სამხედრო ჰოსპიტალში სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული გორში დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
როგორც „რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, კოვიდ-19-ით დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალია. მისი მშობლები გვერდით მდებარე სოფელ კარალეთში ცხოვრობენ და ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში მშობლებთან ჰყავდა დატოვებული.
როგორც ადგილობრივი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, დაინფიცირებული პირი კონტაქტში იყო საკუთარ მშობლებსა და ახლობლებთან.
„ეს ქალი თერგვისშია გათხოვილი, მშობლები კი კარალეთში ცხოვრობენ. როგორც ვიცით, სიმპტომები ჰქონდა და გადაიყვანეს ჰოსპიტალში. მშობლებთან ჰყავდა ბავშვი დატოვილებული და რამდენიმე დღის წინ წაიყავანა. ეს გოგო ჰოსპიტალში მუშაობს. იყვენენ ეპიდემიოლოგები და თვითიზოლაციაში მოათავსეს ყველა, ვისთანაც შეხება ჰქონდა ამ გოგოს და აკვირდებიანო“, – განაცხადა კარალეთში მცხოვრებმა ადგილობრივმა.
ამ დროისთვის, დაინფიცირებული პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები