“საეჭვო სიმპტომები და ცხელების შემთხვევები არსად დაფიქსირებულა“ – ცაგერში თერმოსკრინინგი დასრულდა

ცაგერში მოსახლეობის სრული თერმოსკრნინინგი დასრულდა. საეჭვო სიმპტომები და ცხელების შემთხვევები არსად დაფიქსირებულა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩაკვეტაძემ განუცხადა.

როგორც მერიის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, მედიკოსები რამდენიმე დღეა, ქალაქსა და სოფლებში თავიანთ სამოქმედო უბნებზე, მოსახლეობის სრულ თერმოსკრინინგს ახორციელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

“დღეს თერმოსკრინინგი დასრულდა. ამ მომენტისთვის, ჯამურად, 11 786 პიროვნება იქნა შემოწმებული. დასაწყისისთვის, ლეჩხუმში ის ხალხიც იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქებიდან შემოვიდნენ და ჩვენთან შემორჩნენ, რა თქმა უნდა, ასეთი ხალხიც გადამოწმდა. მედიკოსები არა მარტო ტემპერატურას ზომავდნენ, არამედ ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიასაც აწარმოებდნენ. საბედნიეროდ, არც ცხელებიანი და არც სიმპტომებიანი ადამიანი ლეჩხუმის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა დავით ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში ერთ კვირაზე მეტია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯამურად, 11 786 ადამიანი შემოწმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები