ჭიათურაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათე კალათები გადაეცათ
ჭიათურაში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებზე საკვები პროდუქტის გაცემა გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ხათუნა ცერცვაძესთან ერთად სოფელ მღვიმევში, ითხვისსა და წასრში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია და პირველადი მოხმარების სურსათი გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერია უკვე დაეხმარა 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა პირებს. ამანათები მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა, ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სულ 3200 სასაჩუქრე პაკეტი გადაეცათ.