სისხლის უანგარო დონაციის აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ (ვიდეო)

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამცხე-ჯავახეთშიც შეუერთდნენ.

უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

სისხლის გასაღებად სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილიც მივიდა.
მთელი დღის განმავლობაში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 50-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას.
აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები