ეკონომიკური ზრდა თუ ინფლაციის შემცირება – დილემა, რომელიც სებ-ს უდგას

“თუ გვინდა, რომ ინფლაცია მალე, სიტყვაზე ერთ ან ორ თვეში დავუბრუნოთ მიზნობრივ მაჩვენებელს, ამისთვის საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ძალიან მაღალი ზრდა. ამ შემთხვევაში, ეკონომიკა ძალიან შემცირდება და ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს”, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

მისი თქმით, ეს დილემა ეროვნულ ბანკებს ყოველთვის უდგათ და საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლისათვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 3 %-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

“მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში ინფლაცია იქნება მაღალი, რაც ერთბაშად სამი შოკით ( კორონავირუსი, ტურიზმის შემცირება და ნავთობის ფასები) არის გამოწვეული, გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და 2021 წელს მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები