ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში “მობილური ბაზრების” მეორე ეტაპი ამოქმედდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში ე.წ მობილური ბაზრის მეორე ეტაპი ამოქმედდა.
პროდუქციის რეალიზაცია ზედა ლეღვადან დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქობულეთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აქციით უკვე ისარგებლა სოფელ გვარასა და ჯიხანჯურის მოსახლეობამ. ასევე, პროდუქციის რეალიზაცია კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულშიც განხორციელდა.
“ე.წ მოძრავი ბაზრები, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოფლებში სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაციას განახორციელებენ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის, ბოსტნეული, ხილი, ტკბილეული, პირველადი საკვები საშუალებებით.
მოძრავი ბაზრები, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელს მოიცავს. პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ, საბაზრო ფასებშია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სურსათის რეალიზაციას კონტროლს, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათი ეროვნული სააგენტო უწევს.