კორონავირუსი აშშ-ის კიდევ ერთ სამხედრო გემზე გამოვლინდა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი გემი –  USS Kidd-ი შევიდა, რომლის ბორტზე 300 მეზღვაურიდან კორონავირუსი 64 პირს აქვს დადასტურებული.

ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახურში განაცხადეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ ეკიპაჟის ნახევარზე მეტს ვირუსზე ტესტირება გავლილი ჯერ არ აქვს.

USS Kidd-ზე ინფიცირების პირველი შემთხვევა გასულ კვირას გამოვლინდა, როდესაც გემი კარიბის ზღვაში ნარკომოვაჭრეების ძებნას ახორციელებდა.

სან დიეგოში გემიდან ევაკუაცია მოხდება და დეზინფექცია ჩატარდება. ეკიპაჟს კარანტინზე მოათავსებენ.

USS Kidd-ი მეორე სამხედრო გემი გახდა, რომელზეც ვირუსი გამოვლინდა. პირველი იყო ავიამზიდი – USS Theodore Roosevelt-ი, რომელიც ამ დრომდე გუამის კუნძულთან დგას. მასზე ეკიპაჟის 4800 წევრიდან 969 არის ინფიცირებული, ერთი მეზღვაური კი  გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები