ცეკვის საერთაშორისო დღე და ნათელა იანქოშვილის „მარია ბაუერი“

29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ნათელა იანქოშვილის სურათს „მარია ბაუერს“ აქვეყნებს.
„ნათელა იანქოშვილი ხშირად ხატავდა ძლიერი ქალების სახასიათო პორტრეტებს. ასახული ქალები უმთავრესად კულტურის განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები იყვნენ.
მარია ბაუერის პორტრეტში დახატულია ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. ბაუერს ახასიათებდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. ეს თვისებები და ინდივიდუალიზმი მკაფიოდაა გადმოცემული პორტრეტში. მუქ ინტერიერს, კედლზე არეკლილ მისტიკურ სილუეტს და მაღალი აკადემიზმით გამოსახულ ესპანური ნაციონალური ცეკვის სამოსს საინტერესოდ ავსებს მხატვრის ხელწერა – განსაკუთრებით კი იანქოშვილის ცნობილი მწვანე ტონალობა“, – აღნიშნულია მუზეუმის ფეისბუქგვერდზე.

ფოტო: ნათელა იანქოშვილის ფერწერული ტილო „მარია ბაუერი“. 1956. ზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები