ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს. როგორც ირკვევა, მამაკაცი სუფრაზე ყოფნის დროს დაშავდა და ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავნეს. მედიკოსების თქმით, 25 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები