გორის მუნიციპალიტეტში აგრარული მიმართულებით საგრანტო კონკურსი იწყება
გორის მუნიციპალიტეტში ატენისა და ფლევის თემების მოსახლეობისა და კოოპერატივებისათვის FAO აგრარული მიმართულებით საგრანტო კონკურსს იწყებს.
სოფლის მეურნეობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის ცნობით, საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს.
“თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარშია განსაზღვრული. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; ხოლო დარჩენილი 25%-ი ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.