დღეიდან ლენტეხში ის შეზღუდვები იმოქმედებს, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს

„ლენტეხის მუნიციპალიტეში 28 აპრილიდან გამკაცრებული ზომები მოიხსნა“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“დღეიდან ამ გეოგრაფიულ პუნქტში სპეციალური რეჟიმი იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე დღეს იქნა მიღებული“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხში სპეციალური ზომები 10 აპრილს მას შემდეგ ამოქმედდა, რაც კორონავირუსის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამ ხნის მანძილზე მოსახლეობას სრული თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, ეპიდემიოლოგებმა ყველა შესაძლო კონტაქტის სრული კვლევები ჩაატარეს და, მდგომარეობის შესაბამისად, მიღებული იქნა მთავრობის გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები