კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც „ა“ და „ბე“ კატეგორია აქვთ მინიჭებული, წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ.

“ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგინონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ადამიანებმა“, – აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები