სოფელ ლესაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
დილიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ადგილობრივების თერმოსკრინინგი დაიწყო. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები ყველა მგზავრს ამოწმებენ. პროცესს ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ეცნობა.
“კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღის ბოლომდე გაგრძელდება თერმოსკრინინგი სოფელ ლესაში. ამ დრომდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.