“თიბისი სტატუსის” საგანმანათლებლო პლატფორმა – სტატუსშეხვედრები განახლებული ფორმატით გრძელდება
სოციალური დისტანცირების პირობებში, “თიბისი სტატუსის” საგანმანათლებლო პლატფორმა – სტატუსშეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება.
საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი აუდიტორიას ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, ვირტუალურ სივრცეში ხვდება. სტატუსშეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება და მათზე დასწრება “თიბისი სტატუსის” მომხმარებლებს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ: https://www.statusevents.ge/
ბედნიერებისა და ჭეშმარტიების კავშირი, მოვალეობითი მორალი, წერის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, აღმოსავლური ტრადიცია, გასტრონომია საქართველოში, სახლის მცენარეების მოვლა – ამ და სხვა აქტუალურ თემაზე “თიბისი სტატუსის” მომხმარებლებს უკვე ესაუბრნენ ლევან გიგინეიშვილი, დათო ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, პაატა პაპავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ, კი ვინც შეხვედრას ვერ ესწრებიან, შეუძლიათ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს სტატუსშეხვედრების ონლაინ პლატფორმაზე გაეცნონ – https://www.statusevents.ge/videos
საგანმანათლებლო პროექტი – “თიბისი” სტატუსშეხვედრები 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი დინამიკური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანებისთვის სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების საშუალების მიცემაა.
სტატუსშეხვედრებს უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ონლაინ პლატფორმას კი ყოველდღიურად 100-ობით მომხმარებელი სტუმრობს.
R