აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს და საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რისთვისაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.
დღეის მონაცემებით, ბათუმის ცხელების კლინიკაში Covid-19-ზე 34 პაციენტი მკურნალობს. კლინიკიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და ნაკლები სიმძიმისაა. მართვით სუნთქვაზე ერთი პაციენტი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები