სამეგრელო-ზემო სვანეთში ლუგარში გაგზავნილი 52 ანალიზიდან 23 უარყოფითი პასუხი მიიღეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 52 ბიოლოგიური მასალიდან 23 ანალიზის პასუხი უარყოფითია, 29-ის პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი – ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს – ამ დროითვის, აქ 85 პირია მოთავსებული.
რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 186 – პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 872 პირს მოეხსნა.
28 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, “საკომენდანტო საათის” დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის სამი პირი დაჯარიმდა.