“შემთხვევათა მატება გვაქვს იქ, სადაც 10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები, მათ შორის მოხდა საფლავებზე გასვლა და სუფრებზე დღესასწაულების აღნიშვნა – ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს”

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე დღესასწაულების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატებას რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

მისივე თქმით, შემთხვევების მატება სწორედ იქ ფიქსირდება, სადაც რეკომენდაციები არ შესრულდა.

“სამწუხაროდ, ის, რომ გვაქვს აი ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, არ იყო დაახლოებით ერთი კვირის, 10 დღის წინ დაცული ის რეკომენდაციები, რომელიც გვქონდა გაცემული, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები