მარნეულიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში სარეალიზაციოდ, დაახლოებით, 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა და ადგილობრივმა გადამზიდებმა, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სარეალიზაციოდ, დაახლოებით, 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს.
პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების საკითხებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები