მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” მოთავსებულ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” მოთავსებულ მედიკოსს, რომელიც თეთრიწყაროდანაა, კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა ტატა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, დაინფიცირებული თეთრიწყაროში სამედიცინო დაწესებულების მედიკოსია.

“გუშინ გაგზავნილი 8 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა. ინფიცირებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალია”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები