აზერბაიჯანში 27 აპრილიდან შეზღუდვების შესუსტება დაიწყება
აზერბაიჯანში 27 აპრილიდან საკარანტინო ზომების შესუსტება დაიწყება.
კერძოდ, ორშაბათიდან ქვეყანაში გაიხსნება პრესის ჯიხურები, წიგნების, ტანსაცმლის მაღაზიები, ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების, ავეჯის, ავტომობილების, კოსმეტიკისა და საიუველირო მაღაზიები.
ამასთან, ამავე მომსახურების გაწევა კვლავ აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში.
ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დაწვრილებითი შესწავლის შედეგად, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზომები შესაძლოა, კვლავ გამკაცრდეს.
რაც შეეხება ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას – 24 აპრილის მდგომარეობით, 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 1592 ინფიცირებულია, 1013 პაციენტი განიკურნა, 21 კი გარდაიცვალა.