ლევან რატიანი: რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი, ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს 2 რჩება კრიტიკული. ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები.
რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას – ჩატარებული კომპიუტერული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას“, – განაცხადა რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები