რატიანი: უახლოეს საათებში, დაახლოებით, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, უახლოეს საათებში, დაახლოებით, 15 პაციენტი კლინიკას დატოვებს.
„კლინიკაში ამ ეტაპზე 104 პაციენტი გვყავს, კოვიდინფიცირებული არის 86.
„დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით, განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში, დაახლოებით, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.