საფრანგეთში 11 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება
საფრანგეთში 11 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვა და სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ამ ადმინისტრაციაში განაცხადეს, 11 მაისიდან ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შესუსტების პირველი ფაზა დაიწყება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიექცევა.
ამგვარი ზომების მიღებაზე პრეზიდენტს რამდენიმე ქალაქი მერმა უკვე სთხოვა.
ამჟამად უცნობია, რა სახის სასჯელია გათვალისწინებულია პირბადის ტარებაზე უარის თქმაზე.