WHO: ევროპის რეგიონში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ნახევარი თავშესაფრებში ცხოვრობდა
“ევროპის რეგიონში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ცხოვრობდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორმა, ხანს კლიუგემ.
“ევროპის რეგიონის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვლილთა ნახევარი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების რეზიდენტი იყო. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა”, – დაწერა კლიუგემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ ადამიანების ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გონივრული პრობლემები, არ აძლევთ მათ რეკომენდაციების გათვალისწინებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესაძლებლობას.
“ძალიან მოხუცი ადამიანიც კი, რომელსაც ბევრი ქრონიკული დაავადება აქვს, შეიძლება, გამოჯანმრთელდეს, თუ მას სათანადო მოვლა ექნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე კლიუგე აცხადებდა, რომ ევროპის რეგიონში გარდაცვლილთა 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან.